Services
Tax advice

ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ-ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.

1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.ჰუმანიტარული მეცნიერებების გარდა, ვახტანგი გატაცებული იყო ასტრონომიით, მათემატიკით, გეოგრაფიით, ქიმიით და მედიცინით. მან თარგმნა „ზიჯის“ ანუ „ვარსკვლავთა კატალოგი“, რასაც დაურთო მის მიერვე შედგენილი სპარსულ-ქართული ასტრონომიულ-ასტროლოგიური ლექსიკონი. ვახტანგ VI-მ შეადგინა ქიმიის სახელმძღვანელო: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინასაც — შინაარსობრივად გამართა, შენიშვნები დაურთო და ყოველდღიურ გამოსაყენებელ სამედიცინო წიგნად აქცია „კარაბადინი“.

1724 წელს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ვახტანგი იძულებული გახდა რუსეთში გამგზავრებულიყო, სადაც სიკვდილამდე ცხოვრობდა, თუმცა მას გადასახლებაშიც არ შეუწყვეტია აქტიური საზოგადოებრივი თუ კულტურულ-სამეცნიერო მოღვაწეობა. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წლის 26 მარტს ქალაქ ასტრახანში, დაკრძალულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.